USAID-ი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას აგრძელებს ახმეტის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 თებერვალი, 2018 308 USAID- – ის პროექტი "ზრდა" ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. პროექტის ავტორების თქმით, გრანტები 9 თემში გაიცემა, რომელიც ადგილობრივებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიური შესაძლებლობების გამვითარებაში დაეხმარება. მცირე გრანტების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნებისა და ტურიზმის განვითარებას ამ რეგიონში. "კახეთის რეგიონში USAID-ის პროექტი "ზრდა " არის 5 -წლიანი, რომელიც 20 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. ვფიქრობთ, ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის ეკონომიკის გაძლიერება ეს შესაძლებელია სწორედ მცირე საგრანტო პროექტების განხორციელებით. დღეს გამოცხადდება 85 ათასი დოლარის პროექტი და ის დაახლოებით 60 ერთეულზე იქნება გათვლილი. მცირე გრანტებით შესაძლებელია ტურიზმის განვითარება, ვინაიდან ტურიზმი პირველია ინვესტიციის მოსაზიდად ისეთი რეგიონისთვის როგორიც თუშეთია. მე ვისურვებდი, ამ პროექტებით კახეთმა და მთლიანად ახმეტის მუნციპალიტეტმა დიდი სარგებელი მიიღონ,"- განაცხადა USAID- ის ეკონომიკური განვითარებისბოფისის დირექტორი ვერონიკა ლიმ.