ENPARD ხულოს ოფისში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) საინფორმაციო-რესურს მაგიდა გაიხსნა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 მაისი, 2018 301 დღეს 2018 წლის პირველ მაისს, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად", რომელსაც ახორციელებს პინი (People in Need Georgia) პარტნიორებთან: PMC კვლევით ცენტრთან, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA), ასოციაცია "ათინათთან" და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსთან ერთად, ფარგლებში ასოციაცია ENPARD ხულო პროექტის ოფისში (ტბელ აბუსერიძის 2, სასტუმრო „ფონი“ მესამე სართული) ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) საინფორმაციო-რესურს მაგიდის გახსნის ცერემონია ჩატარდა. ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინფორმაციით, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) საინფორმაციო-რესურს მაგიდების მთავარი მიზანი და დანიშნულებაა გახდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი სოფლად მცირე/საშუალო მეწარმეებისათვის, და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთათვის ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესაბამის ასპექტებზე.