7 თებერვალს 09:30-დან 17:00 საათამდე ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 6 თებერვალი, 2018 228 7 თებერვალს 9:30 საათიდან – 17:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ლაგოდეხის სათავეზე არსებული 500 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.