7 აგვისტოს წყალტუბოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყება წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 7 აგვისტო, 2018 119 7 აგვისტოს 23.00 საათიდან ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყება. სპეციალური პრეპარატით დამუშავდება ქალაქის ქუჩები, ცენტრალური პარკი, სკვერები, გზები. მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დასრულებამდე დახურონ ფანჯრები.