5 და 6 მაისს გურჯაანში სოფლებში ველისციხესა და ვაჩნაძიანში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 მაისი, 2018 178 5 მაისს სოფელ ველისციხის და 6 მაისს სოფელ ვაჩნაძიანის ამბულატორიებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია "საქართველო წითელი ჯვრის" თანამაშრომლობით მოსახლეობისთის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. მედიკოსები პაციენტებს 10 :00 საათიდან 18:00 საათამდე მიიღებენ. სოციალური აქციის ფარგლებში შემდეგი სახის გამოკვლევები ჩატარდება : მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგიური გამოკვლევა და სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა. მსგავსი აქციები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება.