30 იანვარს 09:00-დან 19:00 საათამდე ქუთაისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება ქუთაისი დამატების თარიღი 30 იანვარი, 2018 254 30 იანვარს 09:00 საათიდან – 19:00 საათამდე, ქ. ქუთაისში – მიქელაძე-მეველეს, ჭონქაძის, ბარნოვის, გრიბოედოვის, ვაჟა-ფშაველას, იოანე პეტრიწის და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია მიქელაძე-მეველეს ქუჩაზე მიმდინარე გადართვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.