25 მაისის 00:01- დან – 25 მაისის 09:00 საათამდე სამტრედიაში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება სამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 მაისი, 2018 175 25 მაისის 00:01 საათიდან – 25 მაისის 09:00 საათამდე, ქალაქ სამტრედიაში ბაუსკას, დ.აღმაშენებლის, ვაჟა ფშაველას, თ. დუნდუას, კ.კაკაბაძის, მშვიდობის და ქაროსანიძის ქუჩებზე მცხოვრებ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.