25 ივნისს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში დანტეს ხელოვნების სკოლის გამოფენა გაიხსნება სიახლეები დამატების თარიღი 25 ივნისი, 2018 175 25 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” ორგანიზებით, გაიხსნება ხელოვნების სკოლის – „დანტეს“ – მოსწავლეთა ფერწერისა და ძერწულობის წლიური შემაჯამებელი გამოფენა. გამოფენის გახსნას დაესწრება იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ელჩის მოადგილე – სტეფანო კრეშენცი. აგრეთვე: იტალიის საელჩოს, დიპლომატიურ კორპუსთა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა საერთაშორისო ქსელის (EUNIC), საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციების წარმომადგენლები.