23 მაისის 24:00-დან 24 მაისის 20:00 საათამდე ქუთაისსა და მიმდებარე სოფლებს წყალმომარაგება შეეზღუდება ქუთაისი დამატების თარიღი 22 მაისი, 2018 203 23 მაისის 24:00 საათიდან – 24 მაისის 20:00 საათამდე, ქალაქ ქუთაისსა და მიმდებარე სოფლებში: ბანოჯა, ქვიტირი, ზედა მესხეთი, ბროწეულა, ოფშკვითი, უკანეთი, ქვედა მესხეთი და ფარცხანაყანევში მცხოვრებ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.