18 ივნისს ფოლკლორის ცენტრში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება სიახლეები დამატების თარიღი 17 ივნისი, 2018 248 18 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოიფინება მხატვრის 50 ფერწერული ტილო. ლევან გრძელიძე – პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია-ხატვის ხელოვნებას 80-იანი წლებიდან ეზიარა. ხატავს საკუთარი მანერითა და სტილით. მისი ფერთა გამა გამორჩეული და განსხვავებულია-მის ნახატებში ქართული ფერია დაცული. ლევან გრძელიძე მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის ავტორი და მონაწილეა. გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე დაიხურება 22 ივნისს