18 ივლისს 00:01-დან 20:00 საათამდე თერჯოლაში ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება თერჯოლის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 ივლისი, 2018 138 18 ივლისს 00:01 საათიდან – 20:00 საათამდე, ქალაქ თერჯოლაში – რუსთაველის, ლესელიძის, ჯაბიძის, 9 აპრილის, 4 ძმის, ლეონიძის, ჭანტურიძის, რ.რობაქიძის, გრ.რობაქიძის, პუშკინის, ტაბიძის, კლდიაშვილის, ბარათაშვილის, აღმაშენებელის, სტალინის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იაშვილის და სოფელ ღვანკითის, რუფოთის, ახალთერჯოლის და სიქთარვას მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.