17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში 124 საარჩევნო უბანზე 43 493 ამომრჩეველი მივიდა ქუთაისი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 334 17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში 124 საარჩევნო უბანზე 43 493 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული რიცხვი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.51 პროცენტია. ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი 8 000-ით აღემატება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას და 12 000-ით ჩამორჩება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობას. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის დარღვევებთან დაკავშირებით 9 საჩივარია შესული.