17 ოქტომბერს ანსამბლი “ერა” დასკვნით კონცერტს გამართავს სიახლეები დამატების თარიღი 17 ოქტომბერი, 2017 443 საქართველოში საკონცერტო ტურნეს მართავს ქალთა ლატვიური ანსამბლი ,,ერა", რომელიც დასკვნით კონცერტს 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე,ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოადგენს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ქალთა ლატვიური ანსამბლ ,,ერას" სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოები. ჯგუფი შედგება 6 მომღერლისგან და ლატვიაში ის მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად. ,,ერას" საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია, გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა. ,,ერამ" მგალობელ-მომღერალთა გუნდ,,დიდგორთან" ერთად, 12-18 ოქტომბერს,საკონცერტო ტურნე გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბოლნისში, თბილისში,ამბროლაურში, ონში. კონცერტებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის გუნდები. ტურნეს ორგანიზატორები: მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი" მხარდამჭერები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა