17 იანვარს ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 იანვარი, 2018 317 17 იანვრის 09:30 საათიდან 17 იანვრის 16:00 საათამდე, ქ. ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ლაგოდეხის სათავეზე არსებული 500 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.