16 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული “შუახევობა 2017” გაიმართება შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 13 ოქტომბერი, 2017 335 შუახევის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "შუახევობა 2017" 16 ოქტომბერს გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ღონისძიების განმავლობაში მაყურებელს შეეძლეება დაათვალიეროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილი კუთხეები, გამოფენები, წარმოებული პროდუქციის სახეობები. გაიმართება კულტურული და სპორტულ აქტივობები. შუახევში სახალხო დღსასწაული „შუახევობა 2017“, როგორც სახალხო დღესასწაული, სათავეს 1982 წლიდან იღებს. იგი პირველ ათწლეულში სიმღერის დღესასწაულის სახელწოდებით იყო ცნობილი, მომდევნო წლებში საზოგადოებამ ,,შუახევობა“სახალხო ზეიმად აქცია.