14 აპრილს, გურჯაანში “ენმედიცის” ექიმები უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს ჩაატარებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 აპრილი, 2018 199 შაბათს, 14 აპრილს, 11 საათიდან, ქალაქ გურჯაანში, თამარ მეფის ქ. N 9 -ში (კურორტ ახტალაზე ), გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, კლინიკა „ენმედიცის“ ექიმები უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს ჩაატარებენ. მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების – ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის, თერაპევტის, გინეკელოგის, ოტორინოლარინგილოგის კონსულტაციები და ჩაიტაროს კლინიკო-დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები.