12 ივნისის 11:00-დან 16:00 საათამდე, დაბა აბასთუმანში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება სამცხე-ჯავახეთის მხარე დამატების თარიღი 11 ივნისი, 2018 178 12 ივნისის 11:00 საათიდან – 16:00 საათამდე, დაბა აბასთუმანში – რუსთაველის, ასათიანის და ფალიაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.