103 წლის მეორე მსოფლიო ომის წყალტუბოელ ვეტერანს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 მაისი, 2018 177 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის მკვიდრს, მეორე მსოფლიო ომის 103 წლის მონაწილე ვახტანგ ტურაბელიძეს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა. ორდენი ვეტერანის ოჯახს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გელა ცინაძემ და მოადგილემ დავით ახრახაძემ გადასცა. ვახტანგ ტურაბელიძე წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ და სამეხდრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოინახულეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. ვახტანგ ტურაბელიძე სულ ახლახანს 103 წლის გახდა.