10 იანვარს, 09:30-დან 16:00 საათამდე, ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 იანვარი, 2018 276 10 იანვარს, 09:30 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ლაგოდეხის სათავეზე არსებული 500 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.