“ჯორჯიან მანგანეზსა” და მუშებს შორის მოლაპარაკება შედგა – დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგება ჭიათურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 ივნისი, 2018 250 შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, მხარეებისთვის კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოხდა. აღნიშნულის შედეგად, დღეს ჭიათურის სამთო – გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა. კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას გააცნო და ამჟამად მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ. მოლაპარაკების პროცესში, ამ დრომდე, აქტიურად არის ჩართული შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი მედიატორი.