ხულოში 46 სკოლას საპირფარეშოები შენობის გარეთა აქვს ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 მაისი, 2018 227 ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა, ხულოს ყველა ხის შენობაში საპირფერეშო შენობის გარეთაა მოწყობილი, მათი ციფრი კი საჯარო სკოლებში 35 ხოლო მიერთებულ სკოლებში 11 აღწევს, ანუ საერთო ჯამში საპირფარეშო 46 სკოლას ეზოში აქვს. ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუადრ მიქელაძის განცხადებით, საპირფარეშოს ხის შენობაში შიგნით ვერ განათავსებენ ხოლო სკოლებში, რომელიც კაპიტალურია საპირფარეშო შენობაშია შიგნით, მისივე თქმით ჰიგიენის კუთხით ხულოს რესურსცენტრი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით ყოველდღიურად უწევს მონიტორინგს სხვადასხვა სკოლებში. "ძირთდად სადაც ხის სკოლებია სველი წერტილები ყველგან გვაქვს გარეთ, ხოლო კაპიტალურ შენობებში არის შიგნით განთავსებული. 35 სკოლაში საჯარო სკოლაში, ასევე 11 მიერთებულ სკოლაში, გვაქვს სველი წერტილები გარეთ. ჩვენ გვაქვს სამინისტროსაგან დავალებული მონიტორინგი ყოველდღიურად დავდივართ სხვადასხვა სკლებში მათ შორისაა სველი წერტილბის ზოგადად ჰიგიენის შემოწმებას მეტ ნაკლება ამ კუთხით კარგი მდგომარეობა არის, თუმცა არის ისეთი სოფლები, სადაც წყლის პრობლემა არის და ასეთ სოფლებში სკოლებმა შეიძინეს ეგრეთწოდებული ავზები და ამის საშუალებით მიეწოდებათ მათ წყალი. ამ კუთხით ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. სამომავლოდ რამდენიმე სკოლაში გვაქვს დაგეგმილი ახალი სველი წერტილების მშენებლობა“,- განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ.