ხულოში, სოფელ პანტნარში მეწყერის გამო მესამე დღეა ტექნიკა ვერ გადაადგილდება ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 26 დეკემბერი, 2017 282 ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში უკვე მესამე დღეა ტექნიკა ვერ გადაადგილდება, მიზეზი სოფელთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე განვითარებული მეწყერია. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესს“ განუცხადეს, აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დაიწყო და ეხლაც მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სამუშაოებს მეწყერის სიდიდე აფერხებს. თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე რაიმე სახის პრობლემა არ შეიქმნას, ან მეწყრული პროცესები კვლავ არ განმეორდეს, ტექნიკა ნელა და მეტი სიფრთხილით მუშაობს, სწორედ ამიტომ, თუ გზაზე რაიმე პრობლემა არ შეიქმნება, შესაძოა სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დღეს საღამოს აღდგეს.