ხულოში ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებაზე საუბრობს ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 30 სექტემბერი, 2017 379 ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამგეობას ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს, როგორც ირაკლი ჯორბენაძე აიპრესთან აცხადებს გამგებლის თანაშემწეები გოჩა მელაძის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობენ ჯორბენაძე იმასაც, აცხადებს რომ გამგეობა თანაშემწეებს ავალებს წინასაარჩევნო შეხვედრაზე ბევრი ხალხი მიიყვანონ წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობას დაატოვებიებენ. ირაკლი ჯორბენაძე ფოტოებზეც საუბრობს სადაც ასახულია“ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე გზის მოასფალტებით სამუშაოებში თავად როგორ ღემბულობს მონაწილეობას. „ადგილობრივი ხელისუფლება ხულოს მუნციპალიტეტის საჯარო მოხელეებს აძალებენ, რომ აქტიურად ჩაერთონ ქართული ოცნების მერობის კანდიდატის გოჩა მელაძის წინასაარჩევნო აგიტაციებში, ეს დაძალება ძირითადად განპირობებულია იმით რომ გოჩა მელაძე არაა ადგილობრივი კადრი და საჯარო მოხელეებიც ვერ იცნობენ, არც სურვილი აქვთ მხარი დაუჭირონ ამ კანდიდატს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ როორც ზურაბ პატარაძეს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსის გამოყებებისაგან და მათ აგიტაციაში ჩართვისაგან. ავალებენ ხალხს, რომ ან შეკრიბავთ ხალხს და დაახვედრებთ მერობის კანდიდატს ან თქვენ თვითონ მოგიწევთ სამსახურის დატოვება. ასევე განსაკუთრებით აქტიურობენ მშენებარე ობიექტების პროექტების განხორციელებაზე, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე მიდის გოჩა მელაძე და თითქოსდა თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს, თითქოსდა მისი ინიციატივით ხდება ეს ყველაფერი. მოვუწოდებთ როგორც თანამდებობის პირებს ასევე საარჩევნო ადმინისტრაცებსაც, რომ მიიღონ მყისიერი ზომები და აღნიშნული კანონდარღვევა აღმოიფხვრას“ განაცხადა აიპრესთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი ჯორბენაძემ. ბრალდებას უარყოფს და უსაფუძვლოდ მიიჩნევს მაღალმთიანი აჭარის მაჟოიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ამ ეტაპზე ხულოში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობს. როგორც ბოლქვაძე აიპრესთან აცხადებს მსგავს შემთხვევას ადგილი არასდროს არ ქონია, და რაც შეეხება რესურსის გამოყენებას ანზორ ბოლქვაძის თქმით ის პროექტები რომლებიც დაგეგმილია და ამ ეტაპზე ხორციელდება არჩევნებთან არანაირ კავშირში არა. „მსგავს შემთხვევას ადგილი ნამდვილად არ ქონია არასდრდოს, მოვიდეს თუნდაც ერთი საჯარო მოხელე და გვითხრას, რომ ჩვენ მოსახლეობის შეკრება და შეხვედრაზე მოყვანა ვთხოვეთ ეს არმომხდარა ნამდვილად. რაც შეეხება რესურსის გამოყენებას ის პროექტები რომელიც დაგეგმილია და კეთდება იყო თავიდანვე ბიუჯეტში გათვლილი და მას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეხლა არჩევნების წინამოსამზადებელი პრიოდია და მინდა ვთქვა, რომ არცერთი თეთრი თუ პროგრამური არაა არავიზე არ გაიცემა არც დახმარებაზე და არც სხვა თემებზე. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ რა თქმა უნდა სარეზერვო ფონდი იქნება თუ სხვა რამე დახმარების მიზნით მოსახლეობაზე საჭიროებისამებრ გაიცემა“ განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ. ავტორი: ციური სოლომონიძე