ხულოში ვაშლოვანის ტრაგედიის დროს დაღუპულები გაიხსენეს ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 აპრილი, 2018 253 20 წლის წინ სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის როგორც ადგილობრივები, ისე კახეთიდან ჩამოსული სტუმარიც იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვაშლოვანისა და დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა იმყოფებოდნენ ,,სატბაოს'' ტერიტორიაზე 1998 წლის 18 აპრილს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად. მემორიალთან პატივსაცემად სიტყვით გამოვიდნენ ხულოს მუფთი ასლან აბაშიძე, სტიქიის დროს დაღუპულთა ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები. პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.