ხულოს საკრებულომ აეროპორტების, ვაგზლების, რკინიგზის და მეტროპოლიტენის მოსაკრები გააუქმა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 მარტი, 2018 205 ხულოს საკრებულომ აეროპორტების, ვაგზლების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის მოსაკრები დღეს რიგგარეშე სხდომაზე გააუქმა. შეგახსენებთ აღნიშნული ობიექტების დასუფთავების მოსაკრებელი 2017 წლის 26 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე "აიპრესთან" აცხადებს მსგავსი საკითხი სხდომაზე არ განხილულა უბრალოდ დოკუმენტის ატვირთვის დროს ტექნიკური შეცდომა დაუშვეს, ჯუმბერ დიმიტრაძის განცხადებით მსგავი ობიექტებიდან არავითარი მოსაკრებელი არ მიუღიათ მათ, იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული ობიექტები არ არსებობს. დღეს კი სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის დადგენილებაში "ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ" ცვლილებები შეიტანეს.