ხულოს მუნიციპალიტეტში მკლავჭიდში შეჯიბრი ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 ნოემბერი, 2017 311 2017 წლის 16 ნოემბერს სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის კლუბ „მინდორის“ ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები,- ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. შეჯიბრი მკლავჭიდში ჩატარდა სამ წონით კატეგორიაში, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ თასებითა და სიგელებით. „სკოლაში ხშირად ტარდება სპორტული შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში. ერთ-ერთი კლუბი რომელშიც სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილია გაწევრიანებული სწორედ მკლავჭიდის კლუბია. მოსწავლეების აქტიურ მუშაობას წარმატებებიც მოაქვს. კლუბს ჰყავს საქართველოს და ევროპის ჩემპიონი მოსწავლეები“- პროექტის ხელმძღვანელი ბეჟან მახარაძე. სასკოლო კლუბი დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის სასკოლო კლუბების ინიციატივების ფარგლებში.