ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 15 სექტემბერი, 2022 16 მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 222 პირველკლასელისთვის პირველად დაირეკა სკოლის ზარი. დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ მიულოცეს. ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლა და 27 სკოლამდელი დაწესებულებაა.