ხულოს მერიაში საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 მარტი, 2018 225 ამ წუთებში ხულოს მერიის სააქტო დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხს, ასევე იმსჯელებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებს საშტატო ნუსხის დამტკიცებას. დღესვე იმსჯელებენ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგების საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის ნომერ 1 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.“ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით 14 საკითხს განიხილავენ, სხდომას 28 დეპუტატიდან 4 წევრი არ ესწრება.