ხონში, მანქანში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვლილი იპოვეს ხონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 11 აპრილი, 2018 316 ხონში, მდინარე გუბისწყალის ტერიტორიაზე მანქანში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.