ხობის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს ხობის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 30 მაისი, 2018 234 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დაცვის პოლიციის თანამშრომელ, ფარცვანიას, საცხოვრებელ სახლში, სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა დანარჩენი ორი მოკლე და შემდგომ თავი მოიკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილები სუფრასთან ისხდნენ და ქეიფობდნენ, ხოლო რა მოხდა შემდგომ მათთვის უცნობია. ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.