ხობის გამგეობაში გრიპის, მკურნალობის და ეპიდემიოლოგიის თემაზე სემინარი ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 2 ნოემბერი, 2017 345 31 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ლექცია-სემინარი გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ლექცია გრიპის, მწვავე რესპირაციული ინფექციების მკურნალობას და პროფილაქტიკური ღონისძიებების პრევენციას ეხებოდა, რომელიც უბნის ექიმებს, პედიატრებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს ჩაუტარდათ. ლექცია-სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია.