“ხმაური გამარჯვებისთვის”, “ნუ გვიჭერთ” – ქუთაისში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ ქუთაისი დამატების თარიღი 10 დეკემბერი, 2017 279 "ამ კანონპროექტს ხალხი დაიცავს", "ხმაური გამარჯვებისთვის", "ნუ გვიჭერთ"- მსგავსი მოწოდებებით ქუთაისში თეთრ ხიდზე, აქცია გაიმართა. "თეთრი ხმაურის" წევრები მოითხოვენ შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში და აღარ დაისაჯონ ნარკოტიკების მომხმარებლები. აქციას პილიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.