ხვალ დილის 08:00-დან 20:00 საათამდე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი პარალიზებული იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 21 მარტი, 2018 402 მიზეზი კვლავ თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. შეზღუდვა გავრცელდება, როგორც მგზავრთა მიმოსვლაზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებებზე. აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით საზღვარზე მიმოსვლის შეჩერება თურქეთის მხარეს კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანას უკავშირდება. შემოსვალების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს დროის ამ მონაკვთში სარფის ნაცვლად სხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტებით ისარგებლონ.