ხელვაჩაურის პედაგოგთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 ნოემბერი, 2017 388 ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის სოფელ სალიბაურის პირველ საჯარო სკოლაში ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული მესამე მუნიციპალური კონფერენცია “ინოვაციები სასწავლო პრაქტიკაში“ ჩატარდა,-ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნევრესტან დიდმანიძემ, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: განათლების დაწყებითი საფეხური, ბიოლოგია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია. სექციური მუშაობა ორი მიმართულებით წარიმართა. ჰუმანიტარული სექციაში (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, განათლების დაწყებითი საფეხური) წარმოდგენილი იყო 13 მოხსენება. ხოლო საბუნებისმეტყველო/ტექნიკური მიმართულების სექციაში (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა) წარმოდგენილი იყო 9 მოხსენება. კონფერენციას მოწვეული ექსპერტის სტატუსით ესწრებოდნენ და წარმოდგენილი მოხსენებების განხილვაში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო მალაზონია (განათლების დაწყებითი საფეხური), ქეთევან ბასილაძე (ფიზიკა), ნათია თავდგირიძე (ქართული ენა და ლიტერატურა), ნიკოლოზ იმედაიშვილი (ისტორია), რუსუდან წულუკიძე(ბიოლოგია). წარმოდგენილი მოხსნებების უმრავლესობას საინტერესო დისკუსია მოყვა და კარგი შეფასებები დაიმსახურა.