ხაშურში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ხაშურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 სექტემბერი, 2017 372 დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს,- ამის შესახებ ინფრომაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძემ გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული 13-თვიანი და 13-დღიანი ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათიათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასი დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული.