ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებელთა აქცია გრძელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 იანვარი, 2018 395 ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაოებს პროტესტის ნიშნად არ აწარმოებენ. როგორც გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული და ყველა დასაქმებული ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. მათივე განცხადებით, დამსაქმებელი კომპანია საშვებულებო დავალიანებებსაც არ ფარავს. დასაქმებულები დღეს საღამოს, ბეჟათუბანში რკინიგზის დეპარტამენტის და პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან და სწორედ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები და გააგრძელებენ სამუშაოებს თუ არა. მათი თქმით თუ მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, ისინი გვირაბს ჩაკეტავენ და სამუშაოდ არც ჩინეთის მოქალაქეებს შეუშვებენ. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.