ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში დაშავებული მუშა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ჭიათურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 მაისი, 2018 197 ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში დაშავებული, 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც მკურნალი ექიმი კობა გელაშვილი აცხადებს, დაშავებული ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის ინფორმაციით დეკანოიძეს გუშინ ოპერაცია თავის არეში გაუკეთდა, თუმცა ამ დროისთვის მას ხერხემალზე გამოკვლევები ესაჭიროება. შემთხვევა კოროხნალის მაღაროში გუშინ დილით მოხდა, მაღროში ქვა ჩამოვარდა და მუშას დაეცა.