ჭიათურას 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს ჭიათურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 11 დეკემბერი, 2017 778 ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს, რომელიც ჭიათურის უძველეს თეატრში დიდი ღონისძიებით დასრულდა. თეატრის სცენაზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ინა ასანიძემ, კომპანია "მარიგოლდის" თავმჯდომარემ თამარ ნადირაძემ და იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა ირმა კახიძემ 3 ხანზამულ და 3 ახლად დაქორწინებულ პირს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სცენაზე ყველაზე ხანდაზმული წყვილები იყვნენ, რომლებიც 50 წელი ერთად ცხოვრობენ. ახლად დაქორწინებულმა წყვილებმა კი პირობა დადეს, რომ მინიმუმ 3 შვილს გაუჩენენ ქვეყანას. ქართული ბრენდის ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ და ჭიათურელმა ბიზნესმენმა ქალბატონმა ნანა ნოზაძემ ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუარების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტს, კაბები საჩუქრად გადაეცემათ. ღონისძიებას მუსიკალური ნომრებით კვარტეტი "ჭიათურა" აფორმებდა. ღონისძიება ჭიათურის მუნიციაპილეტეტის მერიის და ორგანიზაცია "ქართული ბრენდი – მარიგოლდის" ორგანიზებით გაიმართა. – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე ავრცელებს.