ჭალა-წყაროთის და შუბნის ბაგა-ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ოქტომბრის ბოლოს განახლდება შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 13 სექტემბერი, 2017 412 როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აიპრესს განუცხადეს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების გამო ხიჭაურის, ჩანჩხალოს და ფურტიოს ბაღები სექტემბრის ბოლოს გაიხსნება, ხოლო ჭალა-წყაროთის და შუბნის ოქტომბრის ბოლოს. დასახელებულ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაწყებულია. შუახევის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს განახლდება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 6 ბაგა-ბაღი მოქმედებს, სადაც 205 აღსაზრდელი ირიცხება.ბაგა-ბაღების რიცხვს მალე 5ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება. მაღალმთიან სოფლებში ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, შუახევის სამ სოფელში ხაბელაშვილებში, ოლადაურში და ნენიაში ალტერნატიული ჯგუფები მოქმედებს, სადაც 12-12 აღსაზრდელი ირიცხება. ალტერნატიული ჯგუფები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში – „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხრადაჭერა“ ხორციელდება. შუახევში ჭალა-წყაროთის და შუბნის ბაგა-ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ოქტომბრის ბოლოს განახლდება.