წყალტუბოში რესპუბლიკური ქორეოგრაფიული ფესტივალი “ოქროს ცერი” ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 ნოემბერი, 2017 384 წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ „ ივერიაში“, რესპუბლიკური ქორეოგრაფიული ფესტივალი „ოქროს ცერი“ ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს წამყვანმა ანსამბლებმა,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "აღსანიშნავია რომ ამ ფესტივალის ავტორი და სულისჩამდგემლია წყალტუბოელი ქორეოგრაფი, მრავალი ჯილდოს და ტიტულის მქონე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, იური ტორაძე, როელსაც წელს 65 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირდებით წყალტუბოში ჩამოვიდნენ ქორეოგრაფიის კავშირის წარმომადგენლები, პროფესორები, პედაგოგები. ისინი სცენაზე ულოცავდნენ იური ტორაძეს დაბადების დღეს, ხოლო პირვლმა ქორეოგრაფმა-ქორეოლოგმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, პროფესორმა, რევაზ ჭანიშვილმა იური ტორაძე ხელოვნების უმაღლესი ჯილდოთი – ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა იური ტორაძე საპატიო წყატუბოელის ტიტულის აღმნიშვნელი ჯილდო გადასცა. „დიდი მადლობა თქვენს მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის ქართული ქორეოგრაფიის განვითარების ისტორიაში, მოხარული ვართ რომ თქვენ ამ ქალაქში დაიბადეთ გაიზარდეთ, ეზიარეთ ხელოვნებას და არასოდეს ტოვებთ წყალტუბოს. გილოცავთ იუბილეს“- ასე მიმართა წყალტუბოს მერმა იური ტორაძეს. ფესტივალის გახსნაზე იური ტორაძეს იუბილე მიულოცა წყალტუბოს მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა. სცენაზე იდგნენ ხელოვნების ქურუმი, წყალტუბოელი – ჯეირან გოგინავა, პროფესორები ოლეგ ალავიძე, უჩა დვალიშვილი და ა.შ. იური ტორაძე არის კულტურისა და ხელოვნები სახელმწიფო ინსტიტუტში ხელოვნებათმცოდნეობს ფაკულტეტის მაგისტრი. ცეკვავდა ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, ასწავლიდა ქუთაისის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში, ცეკვავდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანსამბლში, მან წყალტუბოში ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული სტუდია „სხივი“, იყო ქუთაისის მასწავლებელთა სახლის მთავარ ქორეოგრაფი, დააარსა ვეტერანთა ანსამბლი „ფესვები“ სადაც ცეკვავდენ წამყვანი ვეტერანი მოცეკვავეები. არჩეულია ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ.მიღებული აქვს უმარავი საერთაშორსო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ჯილდოები."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციას.