წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ოთხმა ნიღბიანმა პირმა მარტვილში მამაკაცი დააყაჩაღეს მარტვილის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 მაისი, 2018 160 წუხელ, შუაღამისას, ოთხი ნიღბიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნალეფსაიოში მცხოვრებ შუახნის მამაკაცს გ.გ. – ს. ბოროტმოქმედები საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდნენ, მათ ავტომატის კონდახით სცემეს გ.გ., თუმცა დაზარალებულს მხოლოდ 100 ლარი აღმოაჩნდა. დაზარალებული ამჟამად ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. გ.გ. ცხოვრობს მარტო, მას სადურგლო სახელოსნო აქვს, ასევე მოჰყავს ოჯალეშის ჯიშის ვაზი და ყოველწლიურად 400 ლიტრამდე ღვინო აქვს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179- ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.