წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 8 მარტი, 2018 312 ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მორიგი სოციალური ღონისძიება გაიმართა. გადაადგილების პრობლემის მქონე ხანდაზმულებს ამანათები მოხალისეებმა ბინაზე მიართვეს. აქტიურ ბენეფიციარებს საზეიმო სუფრასთან მასპინძლობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია და მერის მოადგილე დავით ბახტაძე. სულ დასაჩუქრდა 23 ბენეფიციარი.