წიგნი “ექსპედიციები აჭარაში – შუახევი 2016” გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 9 ივლისი, 2018 193 2018 წელს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ეგიდით, გამოსცა წიგნი „ექსპედიციები აჭარაში – შუახევი 2016“. წიგნში შესულია 2016 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტთა მიერ, ექსპედიციების შედეგად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოპოვებული ფოლკლორული მასალები: მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. წიგნს ერთვის ფოტო-აუდიო და ვიდეომასალები. ეს არის კომპლექსური ექსპედიციის შედეგების მეცნიერულად დამუშავებისა და გამოცემის პირველი შემთხვევა. მსგავსი გამოცემები დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.