წელს კახეთში 200 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან კახეთის მხარე დამატების თარიღი 22 აგვისტო, 2018 215 "რთველი – 2018" საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის უკვე 11 კომპანიაა დარეგისტრირებული.რთველი კახეთში დედოფლისწყაროს რაიონიდან მიმდინარე კვირას დაიწყება. რაც შეეხება ტიქისაგან დაზარალებულ სოფლებს, ქისტაურის და ახაშნის მოსახლეობა მესამე დღეა დაზიანებული ყურძნის მოსავალს ახმეტის ღვინის ქარხანაში აბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ღვინის ქარხანამ მოსახლეობისგან უკვე მიიღო და გადაამუშავა 500 ტონა ყურძენი. მოსავლის ჩაბარების პროცესი ამ დროისთვისაც გრძელდება.