წალენჯიხაში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 აპრილი, 2018 198 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული მიკროავტობუსების საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 2 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული ერთ შემთხვევაში, სხვადასხვა სურსათთან, მეორე შემთხვევაში – მგზავრების სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამე შემთხვევაში – სპეციალურ სამალავებში. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.