ძლიერმა ქარმა გურია და აჭარა დააზარალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაგურიის მხარე დამატების თარიღი 3 აპრილი, 2018 279 წუხელ, საქართველოს უმეტეს რეგიონებში ძლიერი ქარი იყო. ქარმა გურიისა და აჭარაში პრობლემები შექმნა. "აიპრესისი" ინფორმაციით, სტიქიამ დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში მრავალბინიან კორპუსებს სახურავები გადახადა. მოთხრილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები. ასევე, სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში გადახდილია კერძო საცხოვრებელი სახლები. ქარმა ასევა დააზიანა ბათუმი. ქალაქში ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. აღნიშნული ოჯახები "ენერგო პრო ჯორჯიას" პირველი ქვესადგურის შენობაში დროებით შესახლებულები იყვნენ.