ძლიერი წვიმის შედეგად ქედაში მეწყერი ჩამოწვა ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 ოქტომბერი, 2017 398 ძლიერი წვიმის შედეგად, ქედაში, პირველი მაისის ცენტრალური გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა. ამის გამო მოძრაობა შეფერხებულია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში "აიპრესს" განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესი ადრეც განვითარდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მობილიზებულია ტექნიკა და გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდება.