“ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია”, “გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია”- აქცია ტყიბულში ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 მაისი, 2018 222 "ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია", "გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია"- ტყიბულში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს დღეს ერთი წელი გავიდა მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევიდან, რასაც 4 მეშახტეს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დღესთან დაკავშირებით ტყიბულის მერიის წინ სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ უცხადებენ სამძიმარს გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს და პატივს მიაგებენ მეშახტეების ხსოვნას. გასული წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე ეგრეთწოდებული "ლიფტი" გაწყდა და მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ. შეგახსენებთ რომ უბედური შემთხვევის შედეგად ერთი თვის წინ იმავე შახტში, 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მეშახტე კი დაშავდა.