ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 მაისი, 2018 205 ლესიჭინეს, ქვედაჩხოროწყუსა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,ამ ეტაპზე, 4 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს. მათ შორის 3 ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო ერთზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა. ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე , “მოიზიდე და მოკალის” პრინციპით, დამონტაჟებულია წერტილოვანი ფერომონები, რომლის საშუალებით მოხდება მავნებლის განადგურება. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან განხორციელდება.