ჩოხატაურში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 მაისი, 2018 245 ჩოხატაურში ძლიერმა ქარმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სოფლებში კოხნარსა და ერკეთში მოტეხილია ხეები, დაზიანდა ელექტრო- სადენები, რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ძლიერი ქარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. უკვე მისმა სიმძლავრემ იკლო. ვიღებთ ინფორმაციას სოფლების გამგებლებიდან. შემაშფოთებელი ვითარება ნამდვილად არაა. სერიოზული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს", – განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.